ცესკო-ს თავმჯდომარის ანგარიში

ცესკო შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებს აჯამებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს 29 აპრილს გამართული კენჭისყრის დეტალური ანგარიში წარუდგინა. ცესკო-ს ინფორმაციით, ელექტრონულმა კენჭისყრამ მნიშვნელოვანი დარღვევებისა და შეფერხებების გარეშე ჩაიარა.

თავმჯდომარის შეფასებით, შუალედური და რიგგარეშე არჩევნები არის მაგალითი იმის, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩასატარებლად 90% მზად არის.