ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენა პარლამენტში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე კვირაში გადაუგზავნის. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად საკონკურსო კომისიამ – თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი შეარჩია. ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად კი, კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი. ახლა პროცესები ისევ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, სადაც დეპუტატებმა კანდიდატებს უნდა უყარონ კენჭი. კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში, პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.