ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენა

გახდება თუ არა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარე უკვე მეორედ – პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ორ კანდიდატს დღეს იურიდიულმა კომიტეტმა მოუსმინა. სამოქალაქო პლატფორმა „20 20“-ის ხელმძღვანელმა, თენგიზ თევზაძემ ხმაურიანი სხდომის შემდეგ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. კალანდარიშვილს კი კომიტეტზე მყოფმა ,„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. კენჭისყრამ ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. ხელისუფლების ოპონენტები ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესს ფარსად მიიჩნევენ და პროცედურას უნდობლობას უცხადებენ. თუ კალანდარიშვილი ხუთი წლით ასარჩევად საჭირო 100 ხმას ისევ ვერ დააგროვებს, წინა შემთხვევის მსგავსად, მას კვლავ უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით და ექვსი თვის ვადით აირჩევენ.