ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ვინ დაიკავებს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტს. პრეზიდენტი კანდიდატურების შესარჩევად კონსულტაციებს მართავს.

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს კანდიდატები შესთავაზეს და რეკომენდაციები გააცნეს.

იმ კანდიდატურებს შორის, რომლებსაც სახელმწიფოს მეთაური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განიხილავს, ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარეც სახელდება, რომელსაც კანონი მეორე ვადით არჩევის უფლებას აძლევს.

კონსულტაციების შემდეგ ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ხვალ ცესკო-ს სამი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს.