ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ცესკო ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია. შესარჩევი კომისია საქართველოს პრეზიდენტს სამ კანდიდატურას გადაუგზავნის, ესენი არიან ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თამაზ ფოლადაშვილი – ვაკის ოლქის თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე – სამოქალაქო პლატფორმა „20-20“-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომისიამ თავმჯდომარეობის ოთხ მსურველს მოუსმინა.

პრეზიდენტმა ორი კანდიდატურა პარლამენტს 23 იანვრამდე უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კომისია ცესკო-ს წევრობის კანდიდატებსაც გაესაუბრა. საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე რეკომენდაცია ოთხ კანდიდატს გაეწია.