ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელის.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი დასრულებულია. 11-კაციანმა კომისიამ სალომე ზურაბიშვილს ორი კანდიდატურა წარუდგინა – გიორგი სანტურიანის და გიორგი კალანდარიშვილის. პროცესით უკმაყოფილოა მესამე სექტორი. შერჩეულ კანდიდატებს მხარდაჭერა არ აქვთ არც ერთი იმ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლებიც აკადემიურ წრეებთან ერთად საკონკურსო კომისიის მუშაობაში იყვნენ ჩართულები. მათი აზრით,

კანდიდატები დამოუკიდებლობის და პრინციპულობის კრიტერიუმების ვერ აკმაყოფილებენ. სანტურიანი და კალანდარიშვილი ცესკო-ს მოქმედი თანამშრომლები არიან. თუ პრეზიდენტი კომისიის არჩევანს გაიზიარებს და პარლამენტს დასამტკიცებლად მითითებულ კანდიდატურებს წარუდგენს, დიდი ალბათობით მათ გარშემო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდება. ოპოზიციის დიდი ნაწილი შერჩეულ კანდიდატებს უნდობლობას უცხადებს. უთანხმოებაა ცესკო-ს წევრის ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შერჩეული ხუთი კანდიდატის გარშემოც.