ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ვინ გახდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე. საქართველოს პრეზიდენტმა სამი კანდიდატი დღეს უნდა დაასახელოს. არასამთავრობო სექტორთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი მათ წერილობით რეკომენდაციებს დღეს ელოდება. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი კვლავ თამარ ჟვანიაა. განიხილება ასევე ცესკოს მდივნის გიორგი ჯავახიშვილის, ვლადიმერ ბოჯაძისა და მარიამ შელეგიას კანდიდატურები.