ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან გასაუბრებისთვის ემზადებიან. კანდიდატების განცხადებით, დეტალურად ისაუბრებენ საკუთარ ხედვაზე და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განსახორციელებელ რეფორმებზე.