ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურების განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება. საკითხი ხვალ ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ. პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს ეწურებოდა. იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ხუთი წლის ვადით აირჩიონ, 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში კი თუ პირველივე კენჭისყრაზე კანდიდატმა 100 ხმა ვერ მოაგროვა, განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და უკვე 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი, თუმცა, ამ შემთხვევაში არჩეული თავმჯდომარე თანამდებობას მხოლოდ ექვსი თვის ვადით დაიკავებს. ანალოგიურია მოთხოვნა ცესკო-ს წევრობის კანდიდატებისთვისაც, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა ოთხი კანდიდატი შეარჩია. ვინ მიიღებს მონაწილეობას საკომიტეტო განხილვებსა და კენჭისყრაში, – პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე კეთდება.