ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პროგრამის მიმდინარეობას გიორგი კალანდარიშვილი პირადად გაეცნო და მონაწილე სტუდენტებს აქტუალური საარჩევნო საკითხებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ ესაუბრა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა.
საუბარი ასევე შეეხო 2024-2025 წლებში ჩატარებულ საერთო არჩევნებს, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიებით წარიმართა. ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებსა და შედეგებზე.
2026 წლის გაზაფხულის სემესტრული პროგრამა 9 პარტნიორ უნივერსიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება და მასში მონაწილეობას იღებენ იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები.