ცესკო-ს თავმჯდომარე პარლამენტში

ხმაურიანი აღმოჩნდა ცესკო-ს თავმჯდომარის მოსმენა.

პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის მსგავსად, პარლამენტში თამარ ჟვანიაც ინტერპელაციის წესით იყო დაბარებული. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართ კითხვების დასმის დროს, ძირითადად ოპოზიციონერი დეპუტატები აქტიურობდნენ. თინა ბოკუჩავამ დღეს, ჟვანიას არჩევნების გამყალბებელი უწოდა. დებატების დროს, ოპოზიციამ საპრეზიდენტო და 19 მაისის არჩევნების გარდა, კორცხელის ინციდენტი და ახალქალაქში განვითარებული პროცესებიც გაიხსენა. კანონმდებლებს აინტერესებდათ, რა რეაგირებას ახდენს ცესკო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე. პასუხად ჟვანიამ დეპუტატებს, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები შეახსენა.

თამუნა წიკლაური ადევნებდა თვალს თამარ ჟვანის გამოსვლას.