ცესკო-ს თავმჯდომარე ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცესკო-ს თავმჯდომარე შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. ისაუბრეს არჩევნების მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მათი ინფორმირების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაეთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელდა. დისკუსიის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია 4 ოქტომბერს დაგეგმილ  არჩევნებთან დაკავშირებით.