ცესკო-ს სწავლების ცენტრის ტრენინგი

ცესკო-ს სწავლების ცენტრმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტრენინგი ჩაუტარა.

სწავლების მიზანია არჩევნების უსაფრთხოება და სანდოობის უზრუნველყოფა. შეხვედრაზე მომავალი დამკვირვებლები საარჩევნო საკანონმდებლო სიახლეებს, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვას და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცნენ.

ცენტრის დირექტორის თქმით, საინფორმაციო ტრეინინგები მომავალშიც გაგრძელდება. ამ ეტაპზე 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სულ 41 ადგილობრივი და 16 საერთაშორისო ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული.