ცესკო-ს სხდომა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომელიც კენჭისყრის გაყალბებაზე საუბრობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.