ცესკო-ს სხდომა

ხმაური იყო დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი განიხილეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბერდია ლომიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დავით მჟავანაძე სხდომიდან გააძევა. საჩივარზე ცესკო-ს შიდა აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო და დაადგინა, რომ ბერდია ლომიძემ დავით მჟავანაძის გაძევების გადაწყვეტილება პროცედურის დარღვევით მიიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ლომიძეს გაფრთხილება მიეცა.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.