საკრებულოს შუალედური არჩევნები – ცესკო-ს საინფორმაციო ბრიფინგი
საკრებულოს შუალედური არჩევნები დასრულებული, ოთხი მაჟორიტარი კანდიდატი კი – არჩეულია. უბნების დახურვიდან ერთ საათში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მედიასთან საარჩევნო პროცესი შეაჯამა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ოთხ მუნიციპალიტეტში გამართული შუალედური არჩევნები მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. არჩევნების მცირე მასშტაბის მიუხედავად, მაღალი იყო მოქალაქეთა აქტივობა, რომელმაც 51, 6 % შეადგინა.