ცესკო-ს საარჩევნო ბანაკი

ცესკო-ს საარჩევნო ბანაკია გახსნილი დაბა ბაკურიანში. პროექტის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო სიახლეების და ტექნოლოგიების შესახებ, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსის ფორმირება. თითოეული ნაკადის წარმომადგენლებს უშუალოდ ხვდებიან ცესკო-ს ხელმძღვანელი პირები. პროექტი ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მონაწილეებთან სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საარჩევნო ბანაკები“ წელს განსხვავებული კონცეფციითა და ახალი სასწავლო პროგრამით ტარდება.