პრემიერ-მინისტრი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ ცვლილებებს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიზანი იმ სირთულეების დაძლევაა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა. არასამთავრობო სექტორისა და ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას კი მთავრობის მეთაური სპეკულაციად აფასებს.
შეგახსენებთ, ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.