ცესკო-ს ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, უამინდობის გამო, პრობლემები შეიქმნა

მშვიდ ვითარებაში და ძირეული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესის მეორე რაუნდი ქვეყანაში – ასეთია საარჩევნო ადმინისტრაციის ბოლო ინფორმაცია. თუმცა ცესკო-ს ცნობით, პრობლემები რამდენიმე უბანზე უამინდობის გამო შეიქმნა.

დიდთოვლობის მიზეზით შეფერხება იყო ხადასა და გუდაურში, შატილში კი უბნის გახსნა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. საარჩევნო ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

განცხადებებს ცესკო-ში თამარ წიკლაური ადევნებს თვალს და ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.

დატოვე კომენტარი