ცესკო-ს განმარტება

ისნის საოლქო კომისიამ მე-2 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

კომისიის თავმჯდომარის, თევდორე გობეჯიშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, – სადაც მეორე უბნის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთში თავად აგდებს ბიულეტენს, – იკვეთება კანონდარღვევა. ამასთან, თავმჯდომარის განცხადებით, ფაქტის შესახებ კომისიამ მხოლოდ დღეს შეიტყო.

უბნის თავმჯდომარეს კი, მომხდარის შესახებ საოლქოსთვის არაფერი უცნობებია. ამასთან, თევდორე გობეჯიშვილის თქმით, არჩევნების დღეს მეორე საარჩევნო უბნიდან სოლქოში ერთი საჩივარი შევიდა, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. თავად მეორე უბნის თავმჯდომარე ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს.

საკითხზე განმარტებები გაკეთდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც.