ცესკო-ს განცხადება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის მსურველთა მიერ ხელმოწერების წარდგენის პროცესი გრძელდება. მსურველებმა დოკუმენტაცია 18 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. ცესკო-ს სულ 46-მა მსურველმა მიმართა. კანონმდებლობის თანახმად, ხელმოწერებს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური შეამოწმებს. იმ შემთხვევაში, თუკი ხარვეზი იქნება დადგენილი, მის გამოსასწორებლად შესაბამის საინიციატივო ჯგუფსა და პარტიას ორდღიანი ვადა ექნება. კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია.