ცესკო-ს განცხადება

ცესკო თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. დღეს, 14:00 საათზე იწყება ვადა იმ ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და გადასატანი ყუთით სარგებლობა სურთ. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე  განმარტეს, ცხელ ხაზზე ზარების მიღება ამ წუთებშიც მიმდინარეობს და  თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს კიდევ ორი საათი რჩება რეგისტრაციისთვის.

გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.