ცესკო-ს განცხადება

ცესკო-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს მოეწერა ხელი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. საბოლოო მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 40,48%, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 59,52% მიიღო.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ცესკოს წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. მათი თქმით, დარღვევების გამო არჩევნების შედეგები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივარს კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, დასრულებულია სასამართლო სხდომები და შეფასებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებშია მოცემული.