ცესკო-ს განცხადება

15:16, 07.07.2025

ცესკო-ში აცხადებენ, რომ დაინტერესებული მხარეები ეუთო-ს რეზოლუციას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის დასაზიანებლად იყენებენ. განცხადებაში ნათქვამია, მიუხედავად იმისა, რომ არც ეუთო/ოდირის მიერ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ანგარიშში და არც ეუთო-ს რეზოლუციაში საუბარი არ არის არჩევნების გაყალბებაზე, კონკრეტული პირები მედიის საშუალებით კვლავ აკეთებენ მანიპულაციურ განცხადებებს, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ამას ადასტურებს ეუთო-ს რეზოლუცია.

ცესკო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქმიანობს მიუკერძოებლად, კანონიერად და ობიექტურად. ამავდროულად, მკაცრად გმობს ყველა მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების მიზანმიმართულ დისკრედიტაციასა და არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ხელყოფას.

მსგავსი