ცესკო-ს განცხადება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სხდომა გაიმართა, სადაც საარჩევნო პროცედურებზე იმსჯელეს. ცესკო-ს პრესპიკერის განცხადებით, კომისიამ ეუთო-ს რეკომენდაციები გაითვალისწინა, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იყოს ორგანიზებული. დადგინდა კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების პროცედურები. ასევე დამტკიცდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.