ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ორგანიზების მიზნით, შესაბამის სამართლებრივ აქტში რამდენიმე პროცედურა დაზუსტდა.
როგორც ცესკო-ში განმარტავენ, მხოლოდ დაზუსტდა კენჭისყრის პროცედურები ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემებისა და არჩევანის გამჟღავნებისგან დაცვის მიზნით. ასევე ცესკო-ში აცხადებენ, რომ არის მცდელობა, „ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი, რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვად გაასაღონ“. ცესკო-ს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია ზედმიწევნით იცავს და მომავალშიც დაიცავს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და არავის მისცემს უფლებას, შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩეველი, დაამკვიდროს მანიპულაციური აღქმები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით.
აღნიშნულ ინიციატივას აკრიტიკებენ ოპოზიციურ სპექტრში, სადაც ფიქრობენ, რომ ეს არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.