ცესკო-ს გადაწყვეტილება

ცესკო-მ ოპოზიციური ბარიერგადალახული პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო სიები ჩახსნა. საკითხზე გავრცელდა საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება. საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. გადაწყვეტილება ცესკო-მ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო. ცესკო-ს ცნობით, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იზიარებს ამ სუბიექტების განცხადებებსა და შეფასებებს არჩევნების შესახებ.