მმართველი გუნდი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს სწორედ ევროკომისიის 12 რეკომენდაციას უკავშირებს.
შესაბამისი ინიციატივით „ქართული ოცნება“ გამოდის. მმართველი გუნდი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის კვორუმს 90-მდე ზრდის. მიზეზად ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაცია სახელდება. უმრავლესობა აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ ცესკო-ს დაკომპლექტება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მოკლე ვადებში უნდა მოხდეს, რადგან სისტემა არჩევნებს გამართულად შეხვდეს. კითხვა – რას გულისხმობს ახალი ინიციატივა და როგორ მოხდება ცესკო-ს დაკომპლექტება.