ცესკო-ს დადგენილება - შეფასება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ მიერ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე პროცესი დღეს გაიმართება. „ლელოს“ იურისტები აცხადებენ, რომ  „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ცესკო-ს ახალი დადგენილება უკანონოა და საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება. „ქართულ ოცნებაში“ კი ირწმუნებიან, რომ ცვლილებები შეესაბამება როგორც უცხოურ სტანდარტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობას.

შეგახსენებთ, ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვეღარ შეძლებენ. „ლელოს“ მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე.