ცესკო-ს ანგარიში

გიორგი კალანდარიშვილმა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლებს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში გააცნო. ცესკო-ს თავმჯდომარემ ისაუბრა განხორციელებული რეფორმებისა და სიახლეების შესახებ, რომელიც სწორედ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის დაინერგა ან საპილოტე რეჟიმში მოქმედებდა. მათ შორის ისაუბრა ხმის გადათვლის პროცედურის, ვიდეოფიქსაციის, ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტის, მოდიფიცირებული ხმის მიცემის კაბინებისა და სხვა სიახლეების შესახებ. გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის სამოქმედო გეგმაც, რომელიც მისი თქმით, 2020-2023 წლების სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული შემდეგი პრიორიტეტების შესაბამისად მომზადდა: საარჩევნო კულტურა და განათლება, არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება, საარჩევნო სერვისები და ტექნოლოგიები, ინკლუზიური საარჩევნო გარემო და მართვის ეფექტიანობა და ინსტიტუციური გაძლიერება. ამაზე ცესკო უახლოესი წლების განმავლობაში იმუშავებს.