ცესკო-ს ანგარიში - პოლიტიკური გამოხმაურებები
საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ კრიტიკის ეპიცენტრშია. წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს, ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობას ისევ ეჭვქვეშ აყენებს და ამომრჩევლის ნდობის შერყევაში ადანაშაულებს.
მმართველი გუნდი მსგავსი განცხადებების უკან წინასწარ დაგეგმილ პოლიტიკურ სტრატეგიას და სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებას ხედავს. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, რომელიც ბოლო ბრალდებებს ეხმაურება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე განსხვავებული რეაქციები გამოიწვია.
დესი ვარდოსანიძის რეპორტაჟი.