თვითმმართველობის არჩევნებისთვის ტრენერთა კორპუსის გადამზადება დაიწყო ცესკო-მ. პროექტი მასშტაბურია, სწავლებას 279 პირი გაივლის. გადამზადებული ტრენერები შემდგომ ეტაპზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, ინტენსიურ ტრენინგებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარებენ. სამუშაობი 6 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.