ცესკო-მ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

12:03, 17.08.2024

ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

პარტიების უმრავლესობა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, წინა არჩევნებზე მინიჭებული ნომრებით ისარგებლებენ. განისაზღვრა იმ პოლიტიკური სუბიექტების ნომრებიც, რომლებიც სხვა პარტიებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკო-მ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.

მსგავსი