ცენტრი „ემპათია“ ევროპულ სასამართლოს მიმართავს

რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“,  ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას  ითხოვს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ უკვე მიმართეს რუსეთის სამხედრო და გენერალურ პროკურატურებს.

ცენტრი „ემპათია“ საქმეზე დავას სტრასბურგში გეგმავს. იურისტების განცხადებით, აუცილებელია გაფართოვდეს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, სადაც აუცილებლად უნდა მოხვდნენ ნაბაკევის სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი პირებიც, სადაც ირაკლი კვარაცხელია საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი