4 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცესკო-ს 17-მა პარტიამ მიმართა. მათგან სამს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები. შედეგად, 14 პარტიაა რეგისტრირებული, რომელთაც მიენიჭათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ესენი არიან „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (3), „მამული, ენა, სარწმუნოება“ (1), „სახალხო ხელისუფლება“ (14), „ძლიერი საქართველო-ლელო“ (9), „გახარია საქართველოსთვის“ (25), „ქართული ოცნება“ (41), „გირჩი“ (36), „საქართველო“ (11), „მემარცხენე ალიანსი“ (10), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (8), „ქართველ ერთობა“ (4), „მწვანეთა პარტია“ (12), „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ (5), „თავისუფალი საქართველო“ (7).
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების, მაჟორიტარი და მერობის კანდიდატების წარდგენას, რომელსაც პარტია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს (არაუგვიანეს 4 სექტემბრისა), რის შემდგომაც დაიწყება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებისა და შემდეგ უკვე რეგისტრაციის პროცესი.
ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა წარდგენილი განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია.