ცენტრალური საარჩევნო კომისია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

უკვე ერთი საათია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. სულ საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილია 3657 უბანი, ასევე მოქმედებს სპეციალურად შექმნილი 127 უბანი, სადაც კოვიდინფიცირებული ან თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლებენ.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია. პროცესში ჩართულია საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი და ონლაინჩატი. პირველი ბრიფინგი საარჩევნო ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

თამარ წიკლაური მუშაობს ცესკო-ში – რა განაცხადეს საარჩევნო ადმინისტრაციაში, გაიხსნა თუ არა ყველა უბანი დროულად და როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცედურა?