ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოების დაწყება

თბილისში ახალი ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო.

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. მიწის სამუშაოების ეტაპის დასრულება სამ თვეშია ნავარაუდევი. სულ კი ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს მშენებლობის ოთხი ეტაპი. პარკი მოიცავს 36 ჰექტარ ფართობს. პროექტის საერთო წინასწარი ღირებულება კი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ 100 %-ით ფარავს, 15-დან 20 მილიონამდე ამერიკულ დოლარს შეადგენს.