ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი
ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხვალ ბათუმში გაიმართება. მასპინძელი მაკა ბოჭორიშვილია. მონაწილეობას მიიღებენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე იმართება ორმხრივი შეხვედრები.