ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი
საქართველოში მყოფ ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ბათუმში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმასპინძლა. თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და მაკა ბოჭორიშვილის პირველი ერთობლივი შეხვედრა ბათუმში გაიმართა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის არის და იგი რეგიონების დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების მკაფიო გზავნილია. მისივე განცხადებით, ცენტრალურ აზიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.