ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს, რომელიც ხვალ, 23 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. საქართველოს ეწვევიან ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს უკვე ეწვია უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი. ბას ბათუყმის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.