ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული ჟურნალისტები რუსული კერძო სამხედრო კომპანიის საქმიანობას იძიებდნენ

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტები რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” საქმიანობას იძიებდნენ, – ამის BBC იუწყება.

ინფორმაცია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის წევრები იმყოფებოდნენ, რამდენიმე თვის წინ, ტელეკომპანია “დოჟდმა” გაავრცელა.

აღნიშნული კომპანიის სამხედროები და ინსტრუქტორები ასევე იმყოფებიან სირიაშიც. სხვადასხვა წყაროს ცნობით, “ვაგნერის” აფრიკაში გაგზავნა რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება, რომელიც ცნობილი “ტროლების ფაბრიკის” მფლობელია.

არსებული ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრება “გამოძიებათა მართვის ცენტრმა” დააფინანსა. აღნიშნული მედიაკომპანია ყოფილ ნავთობმაგნატმიხაილ ხოდორკოვსკის ეკუთვნის.