„ცენტრ-პოინტის“ საქმე

კოპანია „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე მორიგი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა თბილისის პროკურატურაში.

დაზარალებული მენაშენეების პოზიცია დღეს ორად გაიყო. მათი ნაწილი მზადაა ხელი მოაწეროს მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლების თანხმობას, ვინაიდან როგორც თვითონ აცხადებენ, კომპანია „მ2“-თან მიღწეული შეთანხმება მათ საკმარის საფუძველს აძლევს, რომ დაზარლებულთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მენაშენეთა მეორე ნაწილი კი საპირისპირო პოზიციაზეა და კვლავ მოითოვს, რომ შეთანხმებაში მხოლოდ კომპანია „მ2“ მონაწილეობდეს.

კომპანიებს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმებით გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში „მ2“ „ცენტრ-პოინტის“ ვალდებულებების შერულებას საკუთარ თავზე იღებს.

დატოვე კომენტარი