„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა აქცია

18:22, 27.02.2018

ხმაურიანი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან შეხვედრით დასრულდა.

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებმა პრემიერ მინისტრის სახელზე კიდევ ერთი წერილი შეიტანეს და გიორგი კვირიკაშვილს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. მანამდე კი აქციის მონაწილეებმა შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

შეკრებილების თქმით ბოლო რამდენიმე თვეა მშენებლობის გაგრძელებასა და სავარაუდო შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას ელოდებიან, თუმცა უშედეგოდ.

მსგავსი