ცენტრი „ემპათია“ დასკვნას აქვეყნებს

ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის და რეაბილიტაციის შესახებ დასკვნას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ყოფილ პრეზიდენტს ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად, თიამინის დეფიციტით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათია განუვითარდა. ასევე დასკვნაში წერია, რომ დიაგნოსტიკა დაგვიანებით მოხდა. ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის თქმით, სააკაშვილს უფლება აქვს თვითონ აირჩიოს თუ სად სურს მკურნალობის კურსის გავლა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, შესაბამისი დასკვნა ახლა გორის ჰოსპიტალსაც გადაეგზავნება.