ცელიაკიის საერთაშორისო დღე

ცელიაკიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნულმა ასოციაციამ გლუტენის აუტანლობის მქონე პირებისვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გამართა.

ცელიაკია აუტო იმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს ეკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება, როგორებიცაა, ხორბალი, ჭვავი და ქერი – უგლუტენო დიეტის არ დაცვის შემთხვევაში, ზიანდება ორგანიზმი და დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ქმნის. ცელიაკიის საერთაშორისო დღე საქართველოში წელს უკვე მესამედ აღინიშნა. 16 მაისთან დაკავშირებით თბილისის ანძა და ბათუმის სტადიონი მწვანე ფერებში განათდება.