ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანის მცდელობა

15:19, 15.10.2026

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის” ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სკანერის საშუალებით, სპეციალურად მოწყობილ სამალავიდან, სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი