ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - ვითარება რეგიონში 

ერევანში ქვეყნის პრემიერის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები არ წყდება.

17 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი საბჭო ნიკოლ ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებს. ფაშინიანი დღეს პარლამენტში მივიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. სომხეთის მთავრობის მეთაურმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში წარუმატებლობის მიზეზები დაასახელა და იქვე დასძინა, რომ 9-პუნქტიანი შეთანხმების გარკვეული პუნქტები დასაზუსტებელია. დღესვე თურქეთის პარლამენტი განიხილავს ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვას, რომლის მიხედვით ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში თურქი სამხედროები უნდა გაემგზავრონ.