თითქმის წელიწადნახევრიანი ტყვეობის დასასრული და ემოციური კადრები ოჯახებთან შეხვედრისას – „ჰამასის“ მიერ 2023 წლის სექტემბერში აყვანილი სამი მძევალი თავისუფალია. მათი გათავისუფლება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული იმ ისტორიული შეთანხმების ნაწილია, რომელიც რამდენიმე საათის წინ ამოქმედდა. სანაცვლოდ ისრაელმა 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ყატარის, ეგვიპტის და აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ზავი 3-ეტაპიანია. შეთანხმება ღაზის სექტორში ცეცხლის ექვსი კვირით შეწყვეტას, მძევლების გათავისუფლებას, ანკლავის ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგებას, მის რეკონსტრუქციას და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად შესაბამისი გზების მოძიებას გულისხმობს. ამ დროისთვის „ჰამასის“ ტყვეობაში 90-მდე მოქალაქე ისევ რჩება. ზავის მიღწევის და დამტკიცების შემდეგ ღაზაში ადგილობრივთა ნაწილი ბრუნდება.