ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაპირისპირება სომხეთში

სამხრეთ კავკასიაში ცხრაპუნქტიანი შეთანხმებით შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე, ერევანში საპროტესტო მუხტი იზრდება. სომხეთის დედაქალაქში პრემიერის გადადგომას ითხოვენ და მთავრობის მეთაურს ვადას დღის ბოლომდე აძლევენ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანს, ილჰამ ალიევსა და ვლადიმერ პუტინს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, მთიან ყარაბაღში თვენახევრიანი ომი დასრულდა. ახლა ფაშინიანს განმარტებების გაკეთება უწევს იმაზე, თუ რას ნიშნავს აზრბაიჯანისთვის ყარაბაღის ტერიტორების ნაწილის გადაცემა. დღეს ცნობილი ხდება, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების გარდა, კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას თურქეთიც გააკონტროლებს.