ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

თვენახევრიანი ომი დასრულებულია. მთიან ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ამ მომენტისთვის შეწყვეტილია. ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირების ფინალი  9-პუნქტიანი შეთანხმებაა ალიევის, ფაშინიანის და პუტინის ხელმოწერებით. სადავო ტერიტორიის რამდენიმე რაიონი აზერბაიჯანს გადაეცემა, ყარაბაღში კი 2 000-მდე რუსი სამშვიდობო განთავსდება. ერევანი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ნაცემია პარლამენტის თავმჯდომარე და გაძარცულია პრემიერის რეზიდენცია, შეთანხმებით უკმაყოფილო დემონსტრანტები შეიჭრნენ ეროვნული ასამბლეის დარბაზში და მთავრობის სახლშიც.

ერევნაში, პარლამენტთან შეკრებილებმა დღეს ბაგრამიანის გამზირი რამდენჯერმე გადაკეტეს.  დემონსტრანტები გუშინ მიღწეულ  შეთანხმებაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის უკან გაწვევას ითხოვენ. პარალელურად სომხეთის ოპოზიცია აპირებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესია დანიშნოს და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვს. მიღებული გადაწყვეტილების გამო,   სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დღეს  განმარტება არაერთხელ  გააკეთა.

 

დატოვე კომენტარი